ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა კალიფორნიის ქალაქ მალიბუში ყოფილი ცოლის კიმ კარდაშიანის მახლობლად 57,3 მილიონ დოლარად სახლი იყიდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
სამსართულიანი სახლი, რომლის ფართობიც 340 კვადრატული მეტრია, ცნობილი იაპონელი არქიტექტორის ტადაო ანდოს პროექტის მიხედვითაა აშენებული. მანამდე სახლი მსახიობ ეშლი ოლსენის ყოფილ პარტნიორს რიჩარდ საქსს ეკუთვნოდა.
კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. მათ ოთხი შვილი ჰყავთ. მიმდინარე წლის თებერვალში კი კარდაშიანმა სასამართლოში განქორწინებაზე შეიტანა განცხადება.