როგორ გაატარეს ზაფხული – ბერა და ნანუკა ტრადიციულ კორეულ სამოსში პატარა ბერუკასთან ერთად

ნახეთ როგორ ცხოვრობენ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე კორეაში.
Sputnik
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე უკვე რამდენიმე თვეა კორეაში ცხოვრობენ და პერიოდულად აქვეყნებენ ვიდეოებსა თუ ფოტოებს სოციალურ ქსელებში. წყვილი განსაკუთრებით აქტიური TikTok-ზეა, სადაც გაავრცელეს ვიდეო, თუ როგორ გაატარეს ზაფხული კორეაში და ასევე ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებიან ტრადიციულ კორეულ სამოსში.
მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, აპრილში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკაც.
თავდაპირველად ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. როგორც ჩანს, მოგვიანებით ბერუკას ბიძაც შეუერთდა. ცოტნე ივანიშვილთან ერთად რეპერმა ფოტო მალევე გამოაქვეყნა.