კახეთის რეგიონში რთველია გაჩაღებული. საქართველოში ყურძნის 500-ზე მეტი ჯიშია, რომელთა უმრავლესობა სწორედ კახეთში იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემებით, რთველი-2021-ის ფარგლებში კახეთში 148 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.
ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 87 ათას ტონამდე „რქაწითელი“, 52 ათას ტონამდე „საფერავი“, 3 ათას ტონამდე „კახური მწვანე“, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ფერმერთა მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობამ ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ სუბსიდირება გადაწყვიტა. სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
„Sputnik–საქართველოს“ ვიდეოგრაფიკაში გაეცანით ქართული ღვინის ყველაზე პოპულარულ სახეობებს.