მეგან მარკლი და პრინცი ჰარი უქმეებს ნიუ-იორკში გაატარებენ

დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლები სასახლის დატოვების შემდეგ კალიფორნიაში ცხოვრობენ.
Sputnik
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი უიკენდს ნიუ-იორკში გაატარებენ. ისინი მიწვეული არიან Global Citizen Live-ზე. 24-საათიანი ღონისძიება გადაიცემა ცენტრალური პარკიდან. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწვეული სტუმრები, მათ შორის სასექსის ჰერცოგები, ისაუბრებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.
როგორ უმკლავდებიან პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ყოველდღიურ ხარჯებს?

„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ განვაცხადოთ, რომ პრინცი ჰარი და მეგანი შემოგვიერთდებიან Global Citizen Live-ში ამ შაბათს!” – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებში სასექსის ჰერცოგების პოპულარობა დაეცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მათ მარტში ინტერვიუ მისცეს ოპრა უინფრის სამეფო ოჯახის ცხოვრების შესახებ. ამ ინტერვიუს გამოსვლის შემდეგ ბევრმა ამერიკელმა მეგანისა და ჰარის სიტყვებში ეჭვი შეიტანა.