ძლიერი მიწისძვრა ავსტრალიაში – ვიდეო

მიწისძვრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე რაიონს, დაინგრა 46 შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მელბურნში დაინგრა 46 შენობა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 35 ათასი ადამიანი.
მსხვერპლისა და სერიოზული ტრავმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.