„ინსტაგრამი“ და რეალობა“– ბათუმელი ლამაზმანის ვიდეომ სოცქსელების მომხმარებლები გაამხიარულა

მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე პოპულარულები სოციალური ქსელის მეშვეობით გახდნენ.
Sputnik
სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი „ინსტაგრამის“ მომხმარებლები ბათუმელ ფოტომოდელს მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
ამჯერად მარიამ შუკაკიძე TikTok-ზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. მან საკუთარ დაბადების დღეზე ზღვის სანაპიროზე ორიგინალური ფოტოსესია მოაწყო. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი კადრები სხვა ვლოგერმაც გადაიღო, თუმცა მისი მცდელობა არც ისე წარმატებით დასრულდა. „ინსტაგრამი“ და რეალობა“, – დაწერა მარიამმა.
უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ხელმომწერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.
მათ, ვინც მოდელის გარეგნობას აკრიტიკებდა, მარიამის მეუღლემ ცოტა ხნის წინ ასეთი პასუხი გასცა: „ის შინაგანად ასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე გარეგნულად, ხოლო გარეგნულად ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც კი ოდესმე დედამიწაზე მინახავს“.
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი - მართა და მილენა ჰყავთ. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.