თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მეხის დაცემის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეარხის მონაცემებით, გადაუღებელი წვიმის შედეგად აგრეთვე დატბორილია სახლები და წაღებულია გზები.
ამჟამად ხელისუფლების წარმომადგენლები ზარალს ითვლიან. ზარალის განსაზღვრის შემდეგ მოსახლეობას დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში აღმოუჩენენ.