თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ და გაერო ერთმანეთში აერია, იუწყება РИА Новости.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს „დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვას“.
„მე ყველა ადამიანის უნივერსალური უფლებების მჯერა, ეს დევს ჩვენი ერის დნმ-ში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დამახასიათებელია ამ ორგანიზაციისთვის – შეერთებული შტატებისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.
ანუ, აშშ-ის პრეზიდენტმა United Nations-ის (გაერო) ნაცვლად წარმოთქვა United States of America (აშშ).