ძლიერმა წვიმამ ბათუმი დატბორა – ფოტო

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა დააზიანა შენობების პირველი სართულები და ავტომობილები.
Sputnik
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შავშეთის, ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე, სადაც წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
1 / 8

ძლიერი წვიმა ბათუმში საკმაოდ ხშირია, ამიტომ ქუჩებიც ხშირად იტბორება

2 / 8

საკანალიზაციო სისტემა წყლის დიდ რაოდენობას ვერ ატარებს, რის შედეგადაც ქალაქში წყალდიდობა ხდება

3 / 8

წვიმის გამო დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ზოგიერთ ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები

4 / 8

წყალმა ათობით მანქანა დააზიანა

5 / 8

ზოგიერთ ქუჩაზე ადამიანებს წელამდე წყალში გავლაც უწევდათ

6 / 8

მიუხედავად წყალდიდობისა, ზოგიერთი მძღოლი მაინც ცდილობდა ქუჩაზე გავლას, თუმცა ყველას არ გაუმართლა

7 / 8

ამჯერად წვიმამ ყველაზე მეტად დააზიანა შავშეთის, ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩები

8 / 8

ხშირი ნალექის გამო ბათუმელების დიდ ნაწილს ყოველთვის მზად აქვს რეზინის ჩექმები და საწვიმარი ლაბადები