COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 22 სექტემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 567.797 ადამიანი. ქვეყანაში ჩატარებულია 1.686.412 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.962 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.016-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 600.412-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 567.797 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.024), გარდაიცვალა – 8.664 (ბოლო 24 საათში – 43). კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.231 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 993 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.798 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.852, PCR–ტესტით – 12.946.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,77%, ბოლო 14 დღის – 6,92%, ბოლო 7 დღის – 6,48%.
სულ ჩატარებულია 1.686.412 აცრა, ერთ დღეში აცრილია 13.962 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.