„სამი თვის ვიყავი, როდესაც მამა სახლიდან წავიდა“ – ვის გვარს ატარებს აჩი ფურცელაძე?

მომღერალ აჩი ფურცელაძის პირად ცხოვრებაში ტრაგედია იმალება, რომელზეც პირველად ისაუბრა.
Sputnik
რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი აჩი ფურცელაძე სამშობლოში ხშირად ჩამოდის. ის არაერთი სატელევიზიო გადაცემის სასურველი სტუმარია, ამჯერად კი პირადი ცხოვრების შესახებ ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ისაუბრა.
როგორც აღმოჩნდა, მომღერალი დედის გვარს ატარებს, ბიოლოგიურმა მამამ კი სამი თვის ასაკში მიატოვა.

„გვარი, რომელიც ახლა მაქვს, დედაჩემისაა. მე გამზარდა ბიძამ, დედაჩემის ძმამ. სამი თვის ვიყავი, როცა მამა სახლიდან წავიდა და მას შემდეგ აღარ მინახავს. ახლა 42 წლის ვარ. მოხდა სამწუხარო ფაქტი და ძალიან ტრაგიკულად დაიღუპა. ერთხელ მყავს ქუჩაში ნანახი, ისიც დედაჩემმა მითხრა, აი, მამაშენიო, აქ დამთავრდა ამბავი“, – გაიხსენა აჩი ფურცელაძემ.

აჩი ფურცელაძე ტელე- და რადიოწამყვანი და მომღერალია საქართველოში, მიჰყავდა კონცერტები, წერს სიმღერებს. ბოლო წლები მოსკოვში ცხოვრობს.