თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. მორიგმა კოკისპირულმა წვიმამ კიდევ ერთხელ დატბორა ბათუმის ქუჩები, იუწყება „აჭარის ტელევიზია“
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა შავთელის, ბაგრატიონისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე, სადაც დატბორილია სავაჭრო ობიექტები, სახლების პირველი სართულები, ასევე დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი.
ქალაქში გართულებულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება, მოსახლეობას ფეხით უწევს გადაადგილება.
წვიმა განსაკუთრებით დილის 4 საათისთვის გაძლიერდა.
კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, „ცხელ ხაზზე“ 50-ზე მეტი განცხადება შევიდა.
„ამ წუთებში მიმდინარეობს ყველაზე პრობლემური ადგილების ამოტუმბვის სამუშაოები. სადაც წყლის დონე ჯერ ისევ მაღალია, ვერ ხერხდება ტექნიკის შეყვანა და სამუშაოების დაწყება. ასევე იწმინდება ზღვაში გამავალი სანიაღვრე “, – აცხადებენ კომპანიაში.
დატბორილი ბათუმი
© Ajara TV
ბათუმში დილიდან ყველა საქალაქო სამსახურია მობილიზებული.