ვაკე, დიდუბე და... რა განცხადებას ავრცელებს „თელასი"

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ჯაბიძის, ვეკუას, მწვანე და შულენბურგის ქუჩების მოსახლეობას
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეკუას და ხიზაბავრის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კედიას ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ართვინის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ჭიჭინაძის, გუმათგესის, ენგურგესის, რაზიკაშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ქიზიყის, პოლიციის, მებაღეობის, ენუქიძის, სანაძის, სამგორის და ჟონეთის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ატენის, ტაბიძის, დარიალის, აბაშიძის, მიშველაძის და ცხვედაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.