თბილისის მერობის კანდიდატების დებატები პირდაპირ ეთერში დაიწყო

დებატებზე გამოცხადდა 16-ვე კანდიდატი. წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა წამყვანის და ერთმანეთის კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყეს.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დაიწყო.
დებატებზე გამოცხადდა 16-ვე კანდიდატი. წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა წამყვანის და ერთმანეთის კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყეს.
თბილისის მერობის კანდიდატების დებატები სამშაბათს გაიმართება
წამყვანს თითოეულ კანდიდატთან ორ-ორი კითხვა აქვს, შემდეგ კი კითხვებს ოპონენტები დასვამენ. კანდიდატს თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ორ-ორი წუთი ექნება.
საკუთარი თავის წარდგენით დაიწყო „მესამე ძალის“ კანდიდატმა თამარ კეკენაძემ, რომელიც კანდიდატთა სიაში პირველ ნომრად გადის.