რამდენიმე გლამურული ღონისძიების შემდეგ 63 წლის მსახიობმა შერონ სტოუნმა დასვენება გადაწყვიტა და საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროს მიაშურა.
„ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ფოტოები გაუზიარა, სადაც სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში პოზირებს. მსახიობს შავი, მთლიანი საცურაო კოსტიუმი აცვია და შეუდარებლად გამოიყურება.
„საკუთარ თავზე ზრუნვა – ეს მნიშვნელოვანია – სხეული, გონება და სული“, – ასე დაასათაურა ფოტოები სტოუნმა.
ცოტა ხნის წინ ვარსკვლავმა გამოცემა WSJ Magazine-ს ინტერვიუ მისცა, სადაც გაამხილა, თუ როგორ ახერხებს უზადო სხეულისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას.
მისი განცხადებით, ის ბევრს ცურავს, დღე-ღამეში 8 საათი სძინავს და ზღვის მარილის აბაზანებს იღებს.
„ჩემი საყვარელი საუზმეა საზამთრო ყველით, პიტნით და წიწაკით“, – აცხადებს შერონი. ცოტა უცნაურად ჟღერს აღნიშნულ პროდუქტთა შეხამება, თუმცა ფაქტია, 63 წლის სტოუნი მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება.