რთველი გახურდა: როგორ იღებენ საქართველოში ყურძნის მოსავალს – ფოტო

შემოდგომაზე საქართველოში რთველი იწყება, რაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული დღესასწაულია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ მიმდინარეობს კახეთში ყურძნის მოსავლის აღება.
Sputnik
ქვეყნის სხვადასხვა მხარეში რთველი სხვადასხვა დროს იწყება. აღმოსავლეთ საქართველოში რთველი ძირითადად სექტემბერშია, დასავლეთში – ოქტომბერში. რაც უფრო ცხელი და მშრალია ზაფხული, მით უფრო ადრე იწყება რთველი. როგორც წესი, დღესასწაულზე მევენახეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ერთად იყრიან თავს.
1 / 12

ასე მიმდინარეობს ახლა კახეთში რთველი

2 / 12

რთველი დღესასწაულია, რომელსაც მოუთმენლად ელიან

3 / 12

ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დღეს მევენახეები ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად ატარებენ

4 / 12

ყურძნის კრეფა მთელი დღის განმავლობაში გრძელდება, დილით ადრე იწყება და საღამომდე გრძელდება

5 / 12

მიუხედავად მძიმე სამუშაოსი, რთველი მევენახეებისთვის მრავალდღიანი დღესასწაულია

6 / 12

სამუშაოს ყოველთვის მხიარული განწყობა ახლავს

7 / 12

კორონავირუსით ინფიცირების საფრთხის გამო ზოგიერთი მკრეფავი პირბადით მუშაობს

8 / 12

წელს ქარხნებში ყურძენი უკვე 15 ათასმა ფერმერმა ჩააბარა

9 / 12

სოფლის მეურნეობის სამინისტრო დიდ მოსავალს ელის. სახელმწიფოს გეგმებში 300 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებაა

10 / 12

ფერმერებისათვის სუბსიდიების სახით დასახმარებლად სახელმწიფომ 100 მილიონი ლარი გამოყო. ეს ფინანსები მიიმართება „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ შესყიდვაზე

11 / 12

რთველი 2021-ის ჩატარებას თელავში მდებარე ოპერატიული შტაბი უწევს კოორდინაციას. აქ ინახება ინფორმაცია მთელი რეგიონის შესახებ

12 / 12

დღის ბოლოს, როდესაც სამუშაო სრულდება, იშლება ქართული ტრადიციული სუფრა, სადაც მიირთმევენ ღვინოს, მღერიან და ცეკვავენ