ნატალია ყიფშიძე დედინაცვალთან ერთად ცეკვავს – ვიდეომ სოცქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა

ნატალია ყიფშიძე ცნობილი მსახიობის გიორგი ყიფშიძის პირველი შვილია. მის გარდა მსახიობს კიდევ სამი შვილი ჰყავს.
Sputnik
ნატალია ყიფშიძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის დედინაცვალთან ერთად ცეკვავს. ვიდეოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. „ნატალია, შენ ხარ კარგი გაზრდილი, საუკეთესო გოგო“, „ძალიან საყვარლები“ – უწერენ ნატალიას.
მსახიობ გიორგი ყიფშიძის მესამე მეუღლე მასზე 20 წლით უმცროსი ენი გასოევაა, რომელთანაც მსახიობს უკვე ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბიჭუნას მშობლებმა კოსმო, ხოლო გოგოს ლუნა დაარქვეს. მათი უფროსი და ნატალია ბავშვებთან დიდ დროს ატარებს და ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებს სოციალურ ქსელში.
ნატალია ყიფშიძე გიორგის უფროსი შვილია. ის ცნობილი მოდელის კრისტი ყიფშიძის ქალიშვილია, რომელსაც გიორგი ქორწინებიდან მალევე დაშორდა.