თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.470-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 598.396-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 565.773 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.243), გარდაიცვალა – 8.621 (ბოლო 24 საათში – 46). კარანტინის რეჟიმშია 38, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.231 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 996 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 34.250 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22.726, PCR–ტესტით – 11.524.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 7,21%, ბოლო 14 დღის – 7,06%, ბოლო 7 დღის – 6,65%.
სულ ჩატარებულია 1.671.295 აცრა, ერთ დღეში აცრილია 15.096 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.