თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები 22-24 სექტემბერს საქართველოში ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ – მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
ამასთან, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში კი ზოგან შესაძლოა თოვლიც მოვიდეს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.