„მაქვს არაჩვეულებრივი ხედები“ – ასეთ სახლში ცხოვრობს ბათუმში თამუნა ამონაშვილი – ვიდეო

თამუნა ამონაშვილი წლებია რუსეთში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს და საყვარელ ქალაქში ხანგრძლივი დროით რჩება.
Sputnik
ქართული შოუბიზნესის გამორჩეულ სახეს თამუნა ამონაშვილს ბათუმში გადაცემა „პოსტ ალიონის” გადამღები ჯგუფი ეწვია. მომღერალმა მათ დაათვალიერებინა სახლი, რომლის მოწყობაში, როგორც თავად ამბობს, უზარმაზარი ენერგია აქვს ჩადებული.

„ეს ჩემი ბათუმის ულამაზესი სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს. ამ სახლში ძალიან ბევრი ენერგია მაქვს ჩადებული, მინდოდა ძალიან ნათელი და ჰაეროვანი ყოფილიყო. მე მგონი, დაახლოებით გამომივიდა. მაქვს არაჩვეულებრივი ხედები. აივნის ხედი საოცარი რელაქსია ჩემთვის. ძალიან მიყვარს ვარჯიში და როდესაც ჩამოვდივარ, ვცდილობ ხშირად ვირბინო, მაგრამ არ გამომდის”, – ამბობს მომღერალი.

15-20 წლის წინ ის ქართული შოუბიზნესის გამორჩეული სახე იყო, ესტრადაზე თავისი ნიშა დაიმკვიდრა, მერე კი რუსეთის დედაქალაქში გაემგზავრა და იქ საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინა.
მომღერალი თამუნა ამონაშვილი 12 წელია მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს, დროდადრო კი, შესვენების პერიოდებში სამშობლოში ჩამოდის, წელიწადში დაახლოებით ხუთ თვეს აქ ატარებს და შემდეგ მიდის. თუმცა პანდემიის პერიოდში თამუნამ საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.
თამუნა ამონაშვილი 10 წელზე მეტია დაქორწინებულია რეჟისორ რეზიკო არჩვაძეზე და ამბობს, რომ რომ არა რეზიკო, ვერ გააკეთებდა ბენდს მოსკოვში და ვერ ექნებოდა საუკეთესო კლიპები.