ყველაზე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ ქალები, ვინაიდან თალიბები მათ არ აძლევენ სკოლასა და უნივერსიტეტებში სწავლისა და მუშაობის უფლებას.
პარასკევს განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება საშუალო სკოლები ბიჭებისათვის, თუმცა გოგონების შესახებ არაფერი უთქვამთ. ქვეყანაში ქალები თავს დაუცველად გრძნობენ და სილამაზის სალონში სტუმრობასაც კი თავს არიდებენ.