„მალე ქორწილს გეგმავდნენ...“ – მოკლულ ნიკა კვარაცხელიას საცოლე ჰყავდა

ვერაზე მოკლულ ნიკა კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. მოკლულ ნიკა კვარაცხელიას საცოლე ჰყავდა. წყვილი მალე თბილისში ქორწილს გეგმავდა და შემდეგ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.
გადაცემა „დროებასთან“ ანიმ პირველად ისაუბრა იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც შეემთხვა.

„ნიკოს დაწყებულ საქმეს ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში და ასევე უცხოეთშიც. ჩვენი ოჯახის გადაწყვეტილებით, იქნება ნიკოს სახელობის სტიპენდია. ნიკო ჩემთვის, ერთი სიტყვით, იყო მომავალი“, – ამბობს გოგონა.

ცოტა ხნის წინ ფერმერთა ასოციაციის თავჯდომარემ ნინო ზამბახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ნიკას დედის ფოტო.
როგორც ირკვევა, ნიკა კვარაცხელიას დედამ იზამ ხუთი შვილი გაზარდა, რომელთაგან ნიკა ყველაზე უფროსი იყო.
22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას 15 სექტემბერს ვე­რა­ზე, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა მეორე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბის საქ­მე უკვე გახ­სნილად გამოაცხადა. ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­­ბუ­ლი პი­რე­ბი 21 წლის აკო (ალე­კო) ჭე­ლი­ძე და 22 წლის გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე არი­ან.
ორი­ვე მათ­გან­ზე შსს-ს ძებ­ნა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. რო­გორც შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, შემდეგ კი სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.
ნიკა კვა­რა­ცხე­ლია „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის“ გია კვა­რა­ცხე­ლი­ას შვი­ლია, თუმ­ცა ბიჭს კრი­მი­ნალურ სამყაროსთან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ის უნი­ჭი­ე­რე­სი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყო და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობ­და, არის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.
ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გე­თის სა­უ­კე­თე­სო ბიზ­ნეს სკო­ლა­ში – SKEMA Business School-ში მი­ი­ღო. 22 წლის ახალ­გაზ­რდას სამ­შა­ბათს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ.