56 წლის მონიკა ბელუჩი საბერძნეთში ისვენებს. ის პაპარაცებმა ათენის ქუჩებში გადაიღეს. ზოგადად, მსახიობს მუქი ფერის ტანისამოსი მუდამ უყვარდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის პრაქტიკულად მხოლოდ შავი ფერის ტანისამოსში ჩნდება.
პაპარაცებმა ვარსკვლავი ვენეციაშიც დააფიქსირეს. 56 წლის მონიკა ბელუჩი ვენეციის ქუჩებში მარტო სეირნობდა. ბელუჩის ამჯერად შავი კომბინეზონი ამშვენებდა, რომელსაც ვარსკვლავმა მაღალქუსლიანი ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა, „ლუქს“ კი მზის სათვალე ასრულებდა.
მონიკა ბელუჩი ახალგაზრდა მხატვარზეა შეყვარებული. მისი რჩეული მასზე 18 წლით უმცროსია. მონიკა 36 წლის ნიკოლას ლეფებრესთან ურთიერთობაშია 2017 წლის მაისიდან, ყოფილ ქმართან ვენსან კასელთან განშორებიდან 4 წლის შემდეგ.