ესპანეთის კუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა – ვიდეო

კუნძულზე ერთი კვირის განმავლობაში სეისმური აქტივობა შეინიშნებოდა, შემდეგ კი ვულკანი ამოიფრქვა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
Sputnik
ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში მდებარეობს და კანარის კუნძულების არქიპელაგში შედის, ვულკანი ამოიფრქვა.
ამოფრქვევამდე კუნძულზე, სადაც 85 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რვა დღის განმავლობაში აღინიშნებოდა სეისმური აქტივობის ზრდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეზღდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
ინფორმაციის თანახმად, ლავამ უკვე გაანადგურა რამდენიმე სახლი. გადაკეტილია გზები.