COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 20 სექტემბერი

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 563.530 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.720 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 662-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 595.926-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 563.530 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.534), გარდაიცვალა – 8.575 (ბოლო 24 საათში – 34). კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.445 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.036 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 12.503 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.912, PCR–ტესტით – 5.591.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,29%, ბოლო 14 დღის – 7,14%, ბოლო 7 დღის – 6,91%.
სულ ჩატარებულია 1.655.040 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.720 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.