მსოფლიო დღეს

აშშ-ში გამგზავრებას მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები შეძლებენ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსმა მკაცრმა ზომამ ხელი უნდა შეუწყოს კორონავირუსის გავრცელების შეკავებას
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბრიდან აშშ-ში შესვლას მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებული პირები შეძლებენ. აშშ-ის ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება სრულწლოვან პირებს შეეხება.
„დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისიდან ქვეყანაში შემოსვლის მსურველ ზრდასრულ პირებს მოეთხოვებათ, იყონ სრულად ვაქცინირებული. ეს მკაცრი ზომაა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის გავრცელების შეკავებას“, - დაწერა Twitter-ში თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწემ კევინ მუნიოსმა.
მსოფლიო დღეს
ჯანმო: მსოფლიო COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლით პლატოზე იმყოფება
მანამდე გაზეთი Financial Times წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატები ნოემბრიდან მოხსნის შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირისა და ბრიტანეთიდან ჩასულ კორონავირუსზე აცრილ მგზავრებს ეხებოდა.