თბილისში ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახლახან დადიანის ქუჩაზე მოხდა
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩაზე მასშტაბური ავარია მოხდა - ერთმანეთს ექვსი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.