თბილისში დაკარგული 20 წლის ბიჭი იპოვეს

ლუკა ხეცურიანი გუშინ, საღამოს საათების შემდეგ ოჯახს აღარ დაკონტაქტებია. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. თბილისში დაკარგული 20 წლის ლუკა ხეცურიანი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი“.
თბილისში 20 წლის ბიჭს ეძებენ
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახის წევრებს თავად დაუკავშირდა.
ლუკა ხეცურიანი გუშინ ბეჟანიშვილის ქუჩიდან გაუჩინარდა და ამ დრომდე ოჯახს არ დაკონტაქტებია. საქმეში ჩართული იყო პოლიცია და მიმდინარეობდა შესაბამისი სამძებრო ღონიძიებები.
არსებული ინფორმაციით, ახალაგზრდა მამაკაცი თავს კარგად გრძნობს.