საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან 3–4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ნინოწმინდიდან 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:34 საათზე დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო რამდენიმე თვეა სოფელ სამებასთან მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ხდება. ყველაზე მძლავრი, 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა 16 აგვისტოს მოხდა. 17 აგვისტოს ამ ადგილზე ხუთი მიწისძვრა დაფიქსირდა.
სექრემბერში სოფელ სამებასთან უკვე მეხუთე მიწისძვრა დაფიქსირდა.