თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. რვა ადამიანი დაიღუპა, კიდევ შვიდი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად - მდინარე ცზანკეზე სამგზავრო გემი გადაბრუნდა, იუწყება РИА Новости ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ინციდენტი შაბათს გუიჩჟოუს (Guizhou) პროვინციაში მოხდა, როდესაც 40 კაცზე გათვლილი გემი მდინარე ცზანკეზე ლუპანშუის (Liupanshui) საქალაქო ოლქში გადაბრუნდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოები მომხდარის მიზეზებს ადგენენ.
ბოლო მონაცემებით, მოხერხდა 31 ადამიანის გადარჩენა, მაშველებმა წყლიდან რვა დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.