COVID-19 - ბოლო ცნობები

„წითელმა ჯვარმა“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თხევადი ჟანგბადი გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თხევადი ჟანგბადი შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით მიიღო. ჟანგბადის დოზები ბათუმის სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით 22 ტონა თხევადი ჟანგბადი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცა, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟანგბადის საქართველოში ტრანსპორტირებაც წითელმა ჯვარმა უზრუნველჰყო.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„წითელმა ჯვარმა“ საქართველოს Sinopharm-ის 100 ათასი დოზა გადმოსცა
ჟანგბადის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე კახა მამულაძესთან ერთად დაესწრო.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი არსებული ეპიდვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
„აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე გაზრდილი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს, ეს გახლავთ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკა „მედცენტრი“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.
წითელი ჯვარი კორონავირუსით ინფიცირებულებს უფასო სატელეფონო მომსახურებას სთავაზობს
დღეისათვის კოვიდ-კლინიკებში მკურნალობს 5,5 ათასი პაციენტი, მათი დიდი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ქვეყანაში ჟანგბადის მოხმარება ძალიან გაზრდილია. აგვისტოს ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკებს ჟანგბადის არსებული მარაგების რაციონალური გამოყენებისკენ მოუწოდებდა.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და დაკავშირებულია „დელტა“ შტამის გავრცელებასთან. ახალი შტამი განსაკუთრებით აგრესიული ბავშვების და ორსულების მიმართ გამოდგა.