თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. 81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.
ქართველმა მაყურებელმა მსახიობი ფილმში „უდიპლომო სასიძო" (1961) შესრულებული მთავარი როლით გაიცნო. ასევე გადაღებულია ფილმში „ჩვენი ეზო" (გოჩა, 1956).
კოტე მგალობლიშვილი დაიბადა თბილისში 1940 წლის 7 ივნისს. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით.
კოტე მგალობლიშვილი 1995 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.
იყო საქართველოსმშენებელთაფედერაციისდა საქართველოსჟურნალისტთაკავშირის წევრი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.