რუსეთში სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს: კენჭისყრას 7,5 ათასი დამკვირვებელი აკვირდება

რუსეთის ცესკოში აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი დაკვირვების ცენტრებში საკმარისი სამუშაო ადგილია
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა იმ პირების მხრიდან, ვისთვისაც ხელმისაწვდომია არჩევნების ვიდეოდაკვირვება, იუწყება РИА Новости ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბულაევზე დაყრდნობით.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები წელს 17-19 სექტემბერს იმართება, გარდა ამისა, ერთდროულად მიმდინარეობს რეგიონული და მუნიციპალური არჩევნები.
„ამ მომენტში ვიდეოდაკვირვების პორტალზე იმყოფება 7,5 ათასი მომხმარებელი, რომლებიც ერთბაშად 30 ათას საარჩევნო უბანს აკვირდებიან. დღეს არ გვაქვს არც ერთი საჩივარი... საპარლამენტო პარტიების ინფორმაციით, მათ არ გააჩნიათ არც ერთი საჩივარი იმ ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მათ მივაწოდეთ“, - განაცხადა ბულაევმა.
მისი განცხადებით, საზოგადოებრივი დაკვირვების ცენტრებში საკმარისი სამუშაო ადგილია.
„გთხოვთ, მობრძანდით, დააკვირდით“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების პირველ დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 16,85% იყო.