მმართველ პარტიაში მისაღები ოპოზიცია დაასახელეს

არაკონსტრუქციულ ოპოზიციურ ძალებს შორის დასახელდა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და პარტია „ლელო“
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. „ევროპელი სოციალისტები“, „მოქალაქეები“ და „მესამე ძალა“ ხელისუფლებისთვის მისაღები, კონსტრუქციული ოპოზიციაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ეს განცხადება გააკეთა ადგილობრივ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, წინასაარჩევნო კამპანიის პიკზე და გამწვავებული ვითარების ფონზე. ხელისუფლება თავის წინასაარჩევნო კამპანიაში აქცენტს რადიკალურ ოპოზიციასთან ბრძოლაზე აკეთებს.
„დღეს პარლამენტში არიან ჯანსაღი პარტიები, იგივე „ევროპელი სოციალისტები“, ალეკო ელისაშვილის პარტია, კონსტრუქციულად გამოიყურება ვაშაძეების პარტია... „ლელოც“ რა თქმა უნდა, სააკაშვილის...მართული პროექტია“, - ასე უპასუხა ღარიბაშვილმა კითხვაზე, ვინ არის კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში.
ამასთან, არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ მთავარი ბრძოლა არჩევნებზე წარიმართება „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას პარტიას შორის. დანარჩენი პარტიები მხოლოდ სტატისტების როლს ასრულებენ და 5%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებენ.