ასტრონომებმა იუპიტერისა და ამოუცნობი ობიექტის შეჯახება გადაიღეს - ვიდეო

მეცნიერები აკვირდებოდნენ იუპიტერს, რომელზეც მისი თანამგზავრი იოს ჩრდილი ეცემოდა, რა დროსაც უჩვეულო შეჯახება დააფიქსირეს
Sputnik
სწავლულები იუპიტერს სწორედ იმ დღეს აკვირდებოდნენ, როდესაც პლანეტის ზედაპირზე გადიოდა მისი თანამგზავრი იოს ჩრდილი. დაკვირვება მოულოდნელად შეწყდა აფეთქების გამო. მოვლენა რამდენიმე ასტროგრაფმა დააფიქსირა. მათ შორის იყო გერმანელი ასტრონომი ჰარალდ პალესკე.
„გამიკვირდა მოულოდნელი სინათლის დანახვა. ეს მხოლოდ შეტაკება შეიძლებოდა ყოფილიყო“, - განაცხადა მეცნიერმა.
მისი თქმით, დაფიქსირებული მოვლენა მხოლოდ ორი წამის განმავლობაში გრძელდებოდა.