აჭარის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს
ბაღის ტერიტორია ერთი კილომეტრის სიგრძეზე მიუყვება ზღვის სანაპიროს
და განთავსებულია მწვანე კონცხზე
აჭარის ბოტანიკური ბაღი გამოირჩევა მცენარეების მრავალფეროვნებითა და სპეციფიური ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით
ბოტანიკური ბაღი ზღვის დონიდან 220 მეტრზეა განთავსებული
ახლო წარსულში ბაღი სრულად დაფარული იყო კოლხური ტიპის ტყით
ასევე მარადმწვანე ტყის მასივით
ბაღის ისტორია ას წელზე მეტს ითვლის. ბათუმში 1881 წლიდან დაიწყო ინტროდუქციული სამუშაოების წარმოება ერთ-ერთმა პირველმა დამსვენებელმა მეჩისლავ დალფონსმა, რომელსაც ჩაქვის მახლობლად საკუთარი ბაღი ჰქონდა
შავი ზღვის სანაპიროზე მცენარეების ინტროდუქციის ერთ-ერთი ინიციატორი იყო გეოგრაფი და ბოტანიკოსი, მოსგზაური პაველ ტატარინოვი
1892 წელს ტატარინოვმა 10 ჰექტრის ფართობზე შექმნა ე.წ. აკლიმატიზაციური ბაღი, რომელიც დღეს ცნობილია „ზემო პარკის“ სახელით
ბოტანიკურ ბაღში ხუთი ათასი სახეობის მცენარე ხარობს
ბოტანიკური ბაღის შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის იასონ გორდეზიანს
ბაღის მდიდარი ფლორა ცხრა ფიტოგეოგრაფიული განყოფილებიდანაა მოკრებილი
ბოტანიკური ბაღის კოლექცია 1800 ტაქსონომიური ერთეული მცენარისგან შედგება, მათგან 90 კავკასიური წარმოშობისაა, 1540 ტაქსონი კი სხვადასხვა უცხოურ ფლორას წარმოადგენენ