თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში არჩევნები დაიწყო – სახელმწიფო დუმის, ფედერაციის 9 სუბიექტის გუბერნატორების და 39 რეგიონული პარლამენტის არჩევნებზე კენჭისყრა 17–19 სექტემბერს გაიმართება.
პირველი საარჩევნო უბნები ურალის ფედერალურ ოლქსა და ვოლგისპირეთის რიგ რეგიონებში გაიხსნა.
სახელმწიფო დუმა შერეული საარჩევნო სისტემით ხუთი წლის ვადით აირჩევა: 225 დეპუტატი პარტიული სიით, კიდევ 225 კი – ერთმანდატიანი ოლქებიდან.
სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობს 14 პარტია: „ედინაია როსია“ („ერთიანი რუსეთი“), „კომუნისტური პარტია“, „მწვანეები“, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, „ნოვიე ლიუდი“ („ახალი ადამიანები“), „სპრავედლივაია როსია“ („სამართლიანი რუსეთი“), „იაბლოკო“, „პარტია როსტა“ („ზრდის პარტია“), „თავისუფლების და სამართლიანობის პარტია“, „რუსეთის კომუნისტები“, „სამოქალაქო პლატფორმა“, „მწვანე ალტერნატივა“, „სამშობლო“ და „პენსიონერთა პარტია“.