რატომ არ მონათლავენ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქალიშვილს დიდ ბრიტანეთში?

ექსპერტები და მწერლები სასექსის ჰერცოგების მეორე შვილის ნათლობაზე მსჯელობენ.
Sputnik
პრინც ჰარის და მეგან მარკლს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, სად და როგორ მოხდება მათი ქალიშვილის ლილიბეტის ნათლობა. სამეფო ექსპერტის ენდრიუ ლოუნის აზრით, სასექსის ჰერცოგების ოჯახისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიება, სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გაიმართება.
დაუპატიჟებლად: მეგან მარკლი და პრინცი ჰარი თავიანთ ქალიშვილს დედოფალთან მიიყვანენ

„იმის გათვალისწინებით, რომ ჰარიმ და მეგანმა აირჩიეს ამერიკაში ცხოვრება, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მის მონათვლას უახლოეს პერიოდში დააპირებენ, თანაც ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა”, – თქვა მან.

მწერალმა რიჩარდ ფიცვილიამმა ასევე შეიტანა ეჭვი იმაში, რომ წყვილი შვილს მოსანათლად დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანს.
პრინც ჰარისა და მეგანის სკანდალურ ინტერვიუს ოპრა უინფრისთან მათთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. როდესაც The National Television Awards-ზე აჩვენეს მონაკვეთი მათი მონაწილეობით, მაყურებლების მხრიდან იყო შეძახილები და სტვენა წყვილის მისამართით.