COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსთან ბრძოლისთვის საქართველო დამატებით 5,4 მლნ დოლარს მიიღებს

USAID-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სახსრები ძირითადად მიმართული იქნება საინფორმაციო კამპანიაზე ვაქცინაციის სარგებლისა და ვაქცინის თვისებების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 5,4 მლნ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ორგანიზაციის Facebook-გვერდზეა აღნიშნული.
„Zinc Network-თან თანამშრომლობით შევიმუშავებთ სოციალურ რეკლამებს, რომელიც დაამსხვრევს მოსახლეობაში არსებულ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს და ვაქცინის დადებით მხარეებზე ისაუბრებს, ასევე საზოგადოებას მიაწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველო Jonson&Jonson-ის ვაქცინას ოქტომბრის ბოლოს მიიღებს
როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მალე გახდება ცნობილი დამატებითი პროგრამებისა და საიმედო საერთაშორისო პარტნიორების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინებზე.
პროგრამები ორიენტირებული იქნება მოწყვლად და მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება COVID-19-ის შემთხვევების პრევენციაში, დროულ დადგენასა და აღმოფხვრაში.