ბოტოქსისა და ფილერების გარეშე – კამერონ დიასისა და დრიუ ბერიმორის ფოტომ აჟიოტაჟი გამოიწვია

სოციალურ ქსელში ცნობილი ვარსკვლავების ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
Sputnik
სოციალური ქსელების ერაში, სადაც ცნობილი ადამიანები და ინფლუენსერები ყოველდღიურად სილამაზის სტანდარტებს აყალიბებენ, მომხმარებლებისთვის ბუნებრივი სილამაზის მქონე ადამიანების ხილვა უკვე იშვიათობა გახდა.
სულ ცოტა ხნის წინ კამერონ დიასმა და დრიუ ბერიმორმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს და ეს უკვე „ინსტაგრამის“ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თემაა.
ვარსკვლავებს ხელმომწერები ბუნებრივი სიბერის პოპულარიზაციისთვის მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფილერებისა და ბოტოქსის გარეშე სილამაზის შენარჩუნება ძალიან რთულია.