მინიმუმ 3 დაღუპული და 60 დაშავებული: ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში – ვიდეო

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია სიჩუანში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 60-მა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება.
Sputnik
სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებიდან მაშველებმა 120-ზე მეტი ადამიანი წარმატებით ამოიყვანეს.
დრონის კადრებში ჩანს, რომ ჩინეთის წითელი ჯვარი დიდ ბანაკს ხსნის სტიქიური უბედურების მსხვერპლთა დასახმარებლად. უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ კატასტროფის ცენტრისკენ მიმავალი ყველა გზა დაბლოკა.