COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 556.810 ადამიანი. სულ ჩატარებულია 1.610.309 აცრა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.039-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 591.766-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 556.810 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.192), გარდაიცვალა – 8.446 (ბოლო 24 საათში – 56). კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.626 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.276 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.532 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18.378, PCR–ტესტით – 13.154.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო 7 დღის – 7,2%.
სულ ჩატარებულია 1.610.309 აცრა, ერთ დღეში აცრილია 19.148 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.