ნატახტარი–იგოეთის გზაზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა: არიან დაშავებულები

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ნატახტარი–იგოეთის გზის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გადაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
ავტოავარიის შედეგად 10-ზე მეტი მგზავრი დაშავდა. მათ უმეტესობას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მცხეთის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ ოთხი პირი გადაიყვანეს. დაშავებულებს მრავლობითი მოტეხილობები და დაბეჟილობები აღენიშნებათ.
ზუგდიდში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
„კლინიკაში ეტაპობრივად შემოვიდა ოთხი პაციენტი, დაახლოებით 25-დან 35 წლამდე ასაკის პირები. მათ აღენიშნებათ ტკივილები თავისა და გულ-მკერდის არეში, ასევე უჩივიან თავბრუსხვევას. ამ დროისათვის პაციენტებს ლაბორატორიული გამოკვლევები უტარდებათ“, – განაცხადეს კლინიკაში.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.