COVID-19 - ბოლო ცნობები

56 გარდაცვლილი: კოვიდ-ვითარება თბილისსა და რეგიონებში

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.039-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 591.766-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.039 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 716 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 321, კახეთი – 263, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 192, ქვემო ქართლი – 135, აჭარა – 128, შიდა ქართლი – 104, გურია – 63, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.192 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 556.810-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 56 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 8.446-ს მიაღწია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 26.484 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.626 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.233, აჭარაში – 608, იმერეთში – 1.059.
1.306 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 352 პირი, მათგან თბილისში – 209, აჭარაში – 24, იმერეთში – 29. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.276 ადამიანი, მათ შორის 726 – თბილისში, 351 – აჭარაში. 19.582 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 51, ხოლო აჭარაში – 1.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21.871 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.039-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 591.766-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.