ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა

წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა. დატბორილია მაღაზიებიც. შეფერხებული იყო ავტომობილების მოძრაობა
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი დაიტბორა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ტელეკომპანიის ცნობით, წყალი რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევიდა. დატბორილია მაღაზიებიც. აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.
შპს „ქობულეთის წყლის" ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა.