„რუსთავი 2“-ზე CBS-ის ცნობილი შოუს – The Talk-ის ქართულ ანალოგს The Talk შოუს ერთ-ერთი წამყვანი ნელი აგირბა ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ილო ბეროშვილთან თავის ურთიერთობაზეც აკეთებს კომენტარს. აგირბას ბეროშვილთან ქორწინება და ორი საერთო შვილი სესილია და ევა აკავშირებს.
როგორც ირკვევა, მათ მინიმალური კონტაქტი აქვთ და ცდილობენ ბავშვები იყვნენ ბედნიერები. ტელესახე ასევე საუბრობს იმ ბევრი ტრაგედიის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში დატრიალდა. ტელეწამყვანს რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა. ის ცნობილი ექიმის მარინა ენდელაძის ვაჟი იყო. ირაკლი ძიმისტარიშვილი ანტალიაში დაიღუპა, სადაც მისი 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი.
ამჟამად ილო ბეროშვილი მსახიობ ანი ბებიაზეა დაქორწინებული და მასთან მცირეწლოვანი ჯერი ჰყავს. ცოტა ხნის წინ ილო ბეროშვილმა გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, რომ რთული იყო, როდესაც ნელი გათხოვდა, რადგან ის მის მეგობარს გაჰყვა ცოლად.