მსოფლიო დღეს

ახალ ზელანდიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა პილოტი, რომელიც ბორტზე მარტო იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ახალი ზელანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости რადიოსადგურ RNZ-ზე დაყრდნობით.
დაიღუპა პილოტი, რომელიც ბორტზე მარტო იმყოფებოდა.
ვერტმფრენი ქალაქ მილტონიდან ალექსანდრიაში მიფრინავდა და ოტაგოს რეგიონში ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, კავშირი მასთან ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 05:30 საათზე გაწყდა.