მსოფლიო დღეს

ავსტრალია ალიანსის ფარგლებში ატომურ წყალქვეშა ნავებს მიიღებს

დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ თავდაცვისა და უშიშროების სფეროში ახალი პარტნიორობის შესახებ განაცხადეს.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ავსტრალია თავდაცვითი ალიანსის AUKUS ფარგლებში მინიმუმ რვა ატომურ წყალქვეშა ნავს მიიღებს, იუწყება РИА Новости ავსტრალიის მთავრობის მეთაურის ვებ-გვერდზე დაყრდნობით.
უფრო ადრე ავსტრალიის პრემიერმა სკოტ მორისონმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადეს, რომ თავდაცვისა და უშიშროების სფეროში შექმნეს ახალი პარტნიორობა AUKUS. ამ ალიანსის ფარგლებში პირველი ინიციატივა ავსტრალიის სამხედრო–საზღვაო ფლოტისთვის ატომური წყალქვეშა ნავების შექმნა გახდება.

„AUKUS-ის ფარგლებში სამი ქვეყანა დაუყოვნებლივ მოახდენს კონცენტრირებას ოპტიმალური გზის განსაზღვრაზე სულ ცოტა რვა ატომური წყალქვეშა ნავის ავსტრალიისთვის მისაწოდებლად“, – ნათქვამია ავსტრალიური მხარის განცხადებაში.

უფრო ადრე ტელეარხმა ABC განაცხადა, რომ კანბერამ წყალქვეშა ატომური ნავების ფლოტის შექმნა გადაწყვიტა და აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან ერთობლივი პროექტის სასარგებლოდ უარი თქვა 90 მილიარდიან (ავსტრალიური დოლარი, დაახლოებით 66 მლრდ აშშ დოლარი) კონტრაქტზე ფრანგულ Naval Group-თან
ჩინეთის საელჩომ ვაშინგტონში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის თავდაცვითი პარტნიორობის ჩამოყალიბების საპასუხოდ ქვეყნებს მოუწოდა, გათავისუფლდნენ ცივი ომის მენტალობისგან და არ შექმნან ვინმეს საწინააღმდეგოდ მიმართული ალიანსები.