თავდაპირველად მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა გამართეს „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით.
„ჩვენ არ ვართ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები, ჩვენ ვაქცინაციის იძულებას ვეწინააღმდეგებით. ვისაც სურს, აიცრას, ვისაც არა – თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საუბარია ფარულ იძულებაზე, მაგალითად, დამსაქმებლების მხრიდან.