ცნობილმა მოდელმა რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რომ გოგონას ელოდება და რომ მისი რჩეული მასზე 20 წლით უფროსია, მაგრამ ჯერ არ მოსულა იმის დრო, მისი ვინაობა გაამხილოს. თუმცა ალექსანდრამ სოციალური ქსელის მომხმარებლებთან პირობა დადო, რომ ამის დროც მოვა.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ორი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც საგულისხმო წარწერები გაუკეთა. „ჩვენი პირველი სავსე მთვარე ერთად ორი წლის წინ. ფოტო გადაღებულია დავითის მიერ“ და „სავსე მთვარე ერთი წლის წინ. გადაღებულია დავითის მიერ“.
სავარაუდოდ, ალექსანდრა ამ ფოტოებით მის საყვარელ მამაკაცზე მიანიშნებს, რომელსაც, დიდი ალბათობით, დავითი ჰქვია. წყვილმა კი შეხვედრა ორი წლის წინ დაიწყო.
მოდელი ცოტა ხნის წინ ახალი გადაცემის „ქალების“ თანაწამყვანიც გახდა. მოდელს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დემეტრე ჰყავს, რომელსაც საზოგადოება მისი სოციალური ქსელიდან იცნობს.